საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა და წლიურ ჭრილში $1.017 მილიარდიანი კლება დააფიქსირა. კერძოდ, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა $4.604 მილიარდს შეადგენდა, 2024 წლის ივნისისთვის კი $3.586 მილიარდი გახდა. რაც შეეხება 2024 წლის მაისთან შედარებით, ამ შემთხვევაში სავალუტო რეზერვების მოცულობის კლებამ $14.561 მილიონი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების ასეთი შემცირება ძირითადად სებ-ის მიერ 2024 წლის მარტში ოქროს შესყიდვამ გამოიწვია. მარტში ოქროს რეზერვების მოცულობა $332.152 მილიონს შეადგენდა, აპრილში – $529.405 მილიონს, მაისში – $538.871 მილიონს, ივნისში კი $534.890 მილიონს.
სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – $2.721 მილიარდი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, 535 მილიონის ოქროა, ნაღდი ფულის სახით კი $865.1 მილიონს ინახავს.