ემის 2023 წლის დაჯილდოება ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვის გამო გადაიდო.
ემის 75-ე დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 18 სექტემბერს იყო დაგეგმილი.
გადადების მიზეზი შეერთებული შტატების მსახიობთა და სცენარისტთა გილდიის გაფიცვა გახდა.
Los Angeles Times-ის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის იანვარში გაიმართება.
ემი პირველად გადაიდო 2001 წლის შემდეგ, როდესაც ის 11 სექტემბრის ტერაქტის გამო გაუქმდა.
ჰოლივუდის სცენარისტები და მსახიობები მაისის დასაწყისში გაიფიცნენ მას შემდეგ, რაც სცენარისტები და დიდი ამერიკული კინოსტუდიები კონტრაქტის ხელახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ივლისში გაფიცვას შეუერთდა კინომსახიობთა გილდია და ამერიკის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ფედერაცია (SAG-AFTRA).
ორივე გილდია ასევე, მოითხოვს კინოინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვას.