როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბანკმა (სებ) მიმდინარე წლის აპრილში შეიძინა, 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა. სებ-ის განმარტებით, $500 მილიონი ღირებულების ოქროს შესყიდვა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად მოხდა.
PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოკითხული ეკონომისტების უფრო დიდი ნაწილი არ დაეთანხმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაეთანხმა.
როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, რესპონდენტთა 29% სრულიად არ ეთანხმება ეროვნულ ბანკს. კიდევ 29%- არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, 38% – ეთანხმება და 4%- სრულიად ეთანხმება.
კვლევა 2024 წლის ივნისში ჩატარდა და მასში 60-მდე ეკონომისტი მონაწილეობდა.