ევროს გამოყენება SWIFT გადახდის სისტემაში მკვეთრად იკლებს და ანგარიშსწორება დოლარზე და იუანზე გადადის.
ევროს წილი ისტორიულ მინიმუმზეა და 24.4%-ს შეადგენს, რაც 6.83%-იანი კლებაა წინა თვესთან შედარებით.
აღნიშნული ცვლილება SWIFT-ის ბოლოდროინდელმა მონაცემებმა აჩვენა.
აშშ დოლარის წილმა გადახდებში, პირიქით, შესამჩნევი ზრდა განიცადა და 46.4%-ს მიაღწია.
გაზრდილია ჩინური იუანის წილიც, რომელიც 3%-ს აჭარბებს.
ეს ტენდენცია ემთხვევა პეკინის სტრატეგიას, ხელი შეუწყოს საკუთარი ვალუტის გლობალურ ვაჭრობაში გამოყენებას. როგორც ცნობილია, ქვეყნების ნაწილი, მათ შორის, BRICS-ის ბლოკში შემავალი სახელმწიფოები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ითხოვენ აშშ დოლარის ალტერნატიულ ვალუტას საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის.
2014 წელს, შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა საკუთარი ეროვნული გადახდის სისტემა შემოიღო. ასევე, გამოუშვა ბარათი Mir, როგორც MasterCard-ისა და Visa-ს ალტერნატივა. Mir ბარათს გადახდებისთვის ამჟამად ბევრ ქვეყანაში იყენებენ.
ეს ცვლილებები გადახდის სისტემებში და ალტერნატიული სისტემების ზრდა მიუთითებს, რომ საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების ხასიათი იცვლება.