ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეების გამოკითხვა დაიწყო, ევროს შემდეგი სერიის ბანკნოტების დიზაინის შესარჩევად.
გამოკითხვაში, რომელიც ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე ტარდება, მონაწილეობა ევროზონის ყველა მცხოვრებს შეუძლია.
„ჩვენ გვინდა, რომ ევროპელებმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს ევროს ბანკნოტების დიზაინთან, ამიტომ მათ აქტიური როლი ექნებათ ახალი თემის არჩევაში“, – განაცხადა ევროპის ცენტრალურმა ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.
ევროს უფრო მაღალტექნოლოგიური ბანკნოტებით ჩანაცვლება ევრობანკმა გაყალბების პრევენციისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით გადაწყვიტა.
ევროპელებმა არჩევანი ბანკნოტების შვიდი თემიდან უნდა გააკეთონ:
-
ფრინველები: თავისუფალი, უშიშარი, შთამაგონებელი;
-
ევროპული კულტურა;
-
ბუნებაში ასახული ევროპული ღირებულებები;
-
მომავალი შენს ხელშია;
-
ხელები: ჩვენ ერთად ვაშენებთ ევროპას;
-
ჩვენი ევროპა, ჩვენ თვითონ;
-
მდინარეები: სიცოცხლის წყალი ევროპაში.
ევროპის ცენტრალური ბანკი ახალი ბანკნოტების გამოშვებას, სავარაუდოდ, 2026 წელს დაიწყებს.