ევროზონაში ეკონომიკური რისკები მატულობს
ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ივლისში ევროკავშირში ფულის მიწოდება 0,4%-მდე შემცირდა (ივნისში 0,6% იყო).
ფულის მიწოდების მაჩვენებელი პირველად შემცირდა 2010 წლის შემდეგ, რასაც კერძო სექტორის დაკრედიტება და დეპოზიტების კლება განაპირობებს. ეს კი ცხადყოფს, რომ ევროპის ეკონომიკა ახალ წითელ ზონაში შევიდა.
ფულის მიწოდების ოდენობა ფინანსური პოლიტიკის გამკაცრებაზე ბაზრის რეაქციის ერთ-ერთი მთავარი საზომია. უახლესი მაჩვენებლები კი მიუთითებს, რომ ეკონომიკა სავარაუდოდ, შენელდება, ამასთანავე, მოსალოდნელია ინფლაციის შემცირებაც.
ინფლაციის შემცირების პროგნოზის მიუხედავად, ივლისში ევროზონაში ფასების დონემ 5.3% შეადგინა, რაც 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად მეტია.
ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ ევრობანკის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება ინფლაციის აგვისტოს მონაცემზე, რომელიც ხუთშაბათს, 31 აგვისტოს, გამოქვეყნდება.
ორშაბათს, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროზონაში მონეტარული მიწოდება 0,4%-ით შემცირდა 2023 წლის დასაწყისიდან ივლისამდე, ივნისის 0,6%-თან შედარებით.
ევროზონამ ივნისში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რეცესიაში შევიდა მშპ-ის ზედიზედ ორი კვარტლის შემცირების შემდეგ.