ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა $480 ათას კუბურ მეტრზე გადააჭარბა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ფასების ზრდა უკავშირდება ავსტრალიის ნავთობისა და გაზის საბადოებზე გაფიცვას, რაც მომავალ კვირასაც გაგრძელდება.
ევროპის გაზის ბაზარი
ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში სამშაბათს 8%-ით გაიზარდა. ნიდერლანდების TTF ჰაბში მიწოდების ერთდღიანი კონტრაქტით 1000 კუბურ მეტრი აირის ფასი $482 იყო.
ვარაუდობენ, რომ ავსტრალიაში გაფიცვების გამო ევროპაში გაზის ფასმა შესაძლოა, კიდევ მოიმატოს.
ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში LNG-ის ფიუჩერსები (LNG North West Europe Marker) ამ დროისთვის $473 ღირს.
ევროპასთან შედარებით, აზიაში LNG-ის ფასი საგრძნობლად მაღალია. ოქტომბრის ფიუჩერსები JKM Platts-ზე (Japan Korea Marker ასახავს იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და ტაივანში გაგზავნილი ტვირთის საბაზრო ღირებულებას) $511-ად ივაჭრება.
WindEurope ასოციაციის ცნობით, 22 აგვისტოს ქარის ტურბინებმა ევროპაში ელექტროენერგიის მოთხოვნილების 9% უზრუნველყო. 2022 წლის აგვისტოში მისი წილი 10% იყო, 2023 წლის ივლისში – 14%.
გაზის მარაგები ევროპაში
ევროპის გაზსაცავები 91,5%-ით არის შევსებული. ეს 13%-ით აღემატება გასული ხუთი წლის განმავლობაში იმავე პერიოდისთვის არსებულ მაჩვენებლებს.
გაზის მარაგი აშშ-ში
აშშ სულ უფრო ზრდის ექსპორტს.
აშშ გაზის მარაგი 1 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა. თუმცა, ეს წელიწადის ამ დროისთვის სტანდარტულ მოცულობაზე 1,5-ჯერ ნაკლებია.
ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში არსებულ საცავებში მარაგის დონე 64%-ია, რაც 11%-ით აღემატება ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს.