2024 წლია პირველ კვარტალში საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. თუ წინა წლის იანვარ-მარტში ბრუნვის მოცულობა $1.059 მლრდ-ს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი $1.048 მლრ-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად, თითქმის 38%-ით, $80 მილიონით შემცირდა ექსპორტი, იმპორტი კი $65 მლნ-მდე გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს იანვარ-მარტში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან $133.2 ათასის პროდუქცია გავიდა, წინა წელს კი $213.7 ათასის.
2023 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან იმპორტი $845.8 ათასი იყო, წელს საანგარიშო პერიოდში კი $915.5 ათასი.
აღსანიშნავია, რომ წელს ევროკავშირში ყველაზე დიდი რაოდენობით მინერალური სასუქები და თხილი გავიდა, იქიდან კი მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.
გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელიც წელს ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ:
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – $19.759 ათასი
- თხილი და სხვა კაკალი – $11.516 ათასი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $10.236 ათასი
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის – $9.853 ათასი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – $7.518 ათასი
გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელიც წელს ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ:
- მსუბუქი ავტომობილები – $108.4 ათასი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $91.318 ათასი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $65.874 ათასი
- სატვირთო ავტომობილები – $26.245 ათასი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – $21.127 ათასი
აღსანიშნავია, რომ წელს ევროკავშირზე მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 22.3% მოდიოდა. კერძოდ, 3 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $4.699 მლრდ-ს შეადგენდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კი $1.048 მლრდ იყო.