ევროკავშირი მიმდინარე კვირაში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი გეგმის განხილვას დაიწყებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
ინიციატივა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის შეიქმნას, რომელშიც ჩაირიცხება €6,5 მილიარდი ევროპის მშვიდობის ფონდიდან. დახმარების გეგმა ითვალისწინებს ყოველწლიურად €5 მილიარდის გადარიცხვას, 2024-დან 2027 წლამდე.
ფონდში მობილიზებულ თანხებს გამოიყენებენ ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაწეული დახმარების კომპენსაციისთვის, რასაც ისინი მომდევნო წლებში უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაზე დახარჯავენ. შესყიდვის გეგმაში შევა თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები და საბრძოლო მასალა. ასევე, თანხების ნაწილი ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების მომზადების დასაფინანსებლად დაიხარჯება.
თუ ევროკავშირი ახალ გეგმას დაამტკიცებს, წევრი ქვეყნები შეძლებენ, ფონდის სახსრებიდან €20 მილიარდზე მეტი დაიბრუნონ ბიუჯეტში იმ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რასაც უკრაინას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაუწევენ.
გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები სამხედრო დახმარებისთვის €7,5 მილიარდის ოდენობის კომპენსაციას უკვე 2024 წელს მიიღებენ.
ევროკავშირის ლიდერები აღნიშნულ გეგმას სავარაუდოდ, 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ