ევროსტატის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის ივნისში, ევროზონაში (ევროკავშირის 19 ქვეყანა, დანიის გარდა) სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 5,5%-ით გაიზარდა, რაც 2022 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ეს მიუთითებს, რომ ინფლაცია მაისის თვესთან შედარებით (როცა 6.1%-ის ნიშნულზე იყო) შენელდა.
ივნისში ევროზონაში ენერგორესურსების ღირებულება წლიური 5,6%-ით დაეცა მაისში 1,8%-ით შემცირების შემდეგ.
სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა შენელდა 11,6%-მდე (მაისში არსებული 12,5-დან).
ხოლო მომსახურების სექტორში ინფლაცია 5-დან 5.4%-მდე დაჩქარდა.
სამომხმარებლო ფასები (სურსათისა და ენერგორესურსების გამოკლებით CPI Core index) ივნისში 5.5%-მდე გაიზარდა (მაისში დაფიქსირებული 5.3%-თან შედარებით).
ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ევროზონაში ინფლაცია საშუალოდ 5,4% იქნება, 2024 წელს – 3%, ხოლო 2025 წელს 2,2%-მდე ჩამოვა.