ოქტომბერში ევროზონაში ინფლაცია 2-წლიან მინიმუმამდე შემცირდა და 2,9% შეადგინა.
ეს 2021 წლის ივლისის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ევროზონაში ენერგომატარებლებზე ფასები ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით, 11.1%-ით დაეცა.. სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა 8,8%-დან 7,5%-მდე შემცირდა, მომსახურებაზე 4,6%-მდე ჩამოვიდა.
სამომხმარებლო ფასები ევროზონაში ოქტომბრის თვეში 0,1%-ით გაიზარდა. სექტემბერში ზრდა 0,3% იყო.
ინფლაციის მაჩვენებელი სექტემბერში 4,3% იყო.