ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დღეს, 12 სექტემბერს შეამცირა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთები, ინფლაციის კლებისა და ეკონომიკური ზრდის შენელების გამო.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 3,50%-მდე შემცირდა (ივნისის თვეში შემცირება ანალოგიური იყო).
მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოსალოდნელი იყო, რადგან ევროკავშირში ინფლაციამ 2%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე დაიწია.
ინვესტორების ყურადღება ახლა უკვე გადატანილია იმაზე, თუ რა იქნება მარეგულირებლის შემდეგი ნაბიჯი. მაგრამ ევრობანკის ხელმძღვანელს კრისტინ ლაგარდს სამომავლო გადაწყვეტილებაზე მინიშნება არ გაუკეთებია. ინვესტორები კი მომდევნო თვეებში მონეტარული პოლიტიკის სტაბილურ შემსუბუქებას ელოდებიან.