პოზიტიური სიახლეები და მაგარი ამბავი
TBC Capital -ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, გასულ კვირაში, საბაზო სცენართან შედარებით, ეკონომიკის უფრო მაღალი ზრდის არგუმენტები გამოიკვეთა.
უახლესი ინდიკატორები კვლავ ამავე მიმართულებითაა:
- მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ექსპორტი, ხოლო იმპორტში მაღალია საინვესტიციო კომპონენტის წილი, რაც ეკონომიკის არა მარტო ფაქტობრივ, არამედ ასევე მაღალ პოტენციურ ზრდაზე მიუთითებს;
- უფრო მეტიც, თებერვლის სავალუტო ბაზრის დინამიკა, ამავე პერიოდში მთლიანობაში აშშ დოლარის ჭარბ მიწოდებას აჩვენებს, რადგანაც სებ-მა 78 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა;
- ამ მხრივ, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა, თუმცა მაინც მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული;
- ამავდროულად, სამშაბათს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა;
- და, რასაკვირველია, იმავე დღეს მთავარი – ნანატრი გამარჯვება და ევრო 2024-ში მონაწილეობა;
- ამ მხრივ, ვფიქრობთ, რომ წარმატება საქართველოს ეკონომიკის ზრდისათვისაც პოზიტიურია, რაც სამომავლოდ ქვეყნის ცნობადობის გაზრდით ტურიზმის ინდუსტრიაზე უნდა აისახოს.