TBC ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 12%-ით არის გაზრდილი.
თუმცა, თუ იპოთეკურის სესხების დინამიკას თვეების მიხედვით შევხედავთ, ჩანს, რომ გასული წლის თებერვლიდან ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა და რამდენიმე თვის მაჩვენებელი უარყოფითიც იყო.
TBC-ის მიერ ახალი გაცემული იპოთეკური სესხების დინამიკა
ოქტომბრიდან ახალი იპოთეკური სესხების მოცულობამ მოიმატა და ნოემბერ-დემკემბერში ზრდა აჩვენა.
მეორე მხრივ, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები კლებას განაგრძობს და ის დეკემბერში 6%-ით არის შემცირებული.