დღეიდან, 16 სექტემბრიდან „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას იწყებს.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსების გაცემას ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობისთვის.
სახელმწიფო პროგრამა მეწარმეებს შესთავაზებს:
- მეწარმის ბიზნეს დიაგნოსტიკა
- კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გაცემული სესხის გარანტია
- კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გაცემული სესხის სუბსიდირება
პროგრამის პირობები ასეთია:
- პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის მოცულობა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში
- სესხის გარანტია – არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80%-ისა 5 წლის ვადით;
- სესხის პროცენტის სუბსიდირების მაქსიმალური ვადა – 5 წელი
- პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ი განთავისუფლებულია – სესხის გაცემის, მომსახურების, აუთვისებელი ტრანშის და სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს/ჯარიმისგან;
1. სესხის პროცენტის სრულად სუბსიდირებას მიიღებს მეწარმე, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთ პირობა მაინც:
– დიაგნოსტიკის შედეგად მეწარმე არ აკმაყოფილებს „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
– არის ქალი მეწარმე. იური»დიული პირის შემთხვევაში, პროგრამის მიზნებისთვის, ქალ მეწარმედ მიიჩნევა მხოლოდ ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი;
– მეწარმის ბიზნესის განხორციელების ადგილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიანი დასახლება;
– მეწარმე ჩართულია სსიპ „საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის“ „მზის კარის“ პროექტში.
2. სესხს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით მიიღებს მეწარმე, თუ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს, თუმცა არ წარმოადგენს ზემოთჩამოთვლილ არცერთ ჯგუფს. ასეთ შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 8.5%-ის ოდენობით.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა
პროგრამაში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს;
- არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება;
- არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
- მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს; *მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში შეესაბამება IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს.
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობა წინა კალენდარულ წელს მიღებული შემოსავლების შესახებ კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოწერილი ცნობა წინა კალენდარულ წელს მიღებული შემოსავლების შესახებ (ფორმის შესაბამისად) სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობა სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არ ქონის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ცნობა “ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ”, თუ კომპანია დაფუძნებულია ფიზიკური პირის/პირების მიერ (ყველა დამფუძნებლის ცნობა).
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე