Best Global Brands-ის რეიტინგის მიხედვით, რომელსაც გლობალური საკონსულტაციო კომპანია Interbrand ყოველწლიურად ადგენს, ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად Apple დასახელდა.
Apple მე-12 წელია ამ რეიტინგის ლიდერია, იმის მიუხედავად, რომ ბრენდის ღირებულება ერთ წელში 3%-ით შემცირდა და $488.9 მილიარდი შეადგინა. Microsoft-ის ბრენდი დარჩა მეორე პოზიციაზე, მისი ფასი 11%-ით გაიზარდა და $352,5 მილიარდს შეადგენს. მესამე ადგილზე, როგორც შარშან, Amazon-ია, რომლის ფასი 8%-ით, $298,1 მილიარდამდე გაიზარდა.
მსოფლიოში ყველად ძვირად ღირებული ბრენდების 10-ეული ასეთია:
- Apple – $488.9 მილიარდი(-3%);
- Microsoft- $352,5 მილიარდი(+11%);
- Amazon – $298,1 მილიარდი(+8%).
- Google- $291,3 მილიარდი(+12%);
- Samsung – $100,8 მილიარდი(+10%);
- Toyota – $72.8 მილიარდი(+13%);
- Coca-Cola -$61.2 მილიარდი(+ 5%);
- Mercedes-Benz- $58.9 მილიარდი(- 4%);
- McDonald’s – $53 მილიარდი(+4%),
- BMW – $52 მილიარდი(+2%).
ბოლო ერთ წელიწადში ღირებულების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს Ferrari-მ (+21%, $13.1 მილიარდამდე) და YouTube (+16%, $30.1 მილიარდამდე), რომლებმაც რეიტინგში შესაბამისად, 62-ე და 24-ე ადგილები დაიკავეს.
Tesla-ს ფასი დაეცა 9%-ით ($45,5 მილიარდამდე, მე-12 ადგილი), რაც რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა იყო.
გარდა ამისა, Intel-ის ღირებულება დაეცა 30%-ით ($19,7 მილიარდამდე, 37-ე პოზიცია), დისნეი – 11%-ით ($42,8 მილიარდამდე, მე-16 პოზიცია).
ტოპ 100-ში წელს ოთხი კომპანია შევიდა – Nvidia ($20 მილიარდი, 36-ე პოზიცია), Pandora ($7,1 მილიარდი, 91-ე პოზიცია), Range Rover ($6,6 მილიარდი, 96-ე პოზიცია) და Jordan ($6, 4 მილიარდი, 99-ე პოზიცია). 100-ეულში წელსაც მოხვდნენ ბრენდები Uber ($9,2 მილიარდი, 78-ე) და LG ($6,5 მილიარდი, 97-ე).
ტოპ 100 ბრენდის ჯამური ღირებულება $3,4 ტრილიონად არის შეფასებული.
Interbrand რეიტინგის შედგენისას, ითვალისწინებს კომპანიების ფინანსურ მაჩვენებელს, ბრენდების გავლენას მომხმარებელთა შესყიდვის გადაწყვეტილებებზე და კომპანიების უნარს, გაზარდონ შემოსავალი, ასევე გარემოსდაცვით და სოციალური პასუხისმგებლობის ინდიკატორებს.
35 კომპანია, მუდმივად ინარჩუნებს ადგილს რეიტინგში. მათ შორის არიან Disney, Nike და Gucci. წლების განმავლობაში 100-ზე მეტმა ბრენდმა დატოვა სია, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Nokia, Kodak და MTV. მთელი ამ წლების განმავლობაში ათეულში მხოლოდ Coca-Cola და Microsoft რჩებიან.