გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა უახლოეს თვეებში ნაკლებად სავარაუდოა.
„კერძო მოხმარების, სერვისებისა და ინვესტიციების ფრთხილი აღდგენა შეიძლება წელს დაიწყოს. მაგრამ შემცირებული საგარეო მოთხოვნა, გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, ფასების ზრდის ჯერ კიდევ მაღალი ტემპი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აფერხებს ეკონომიკის აღდგენას“, – ნათქვამია სამინისტროს ყოველთვიურ ანგარიშში.
სამინისტროს მიერ ადრე გამოქვეყნებული შეფასება უფრო პესიმისტური იყო, სადაც ვარდნას მიაწერენ ენერგიის ფასების ზრდას და გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა სხვადასხვა სექტორზე.
ივნისში ევროზონამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რეცესიაში შევიდა. ამ ფინანსური კრიზისის მთავარ ფაქტორებს შორის იყო გერმანიაში ეკონომიკის ვარდნა.
პოლიტიკოსების თქმით, სანქციები, რომლებიც სასიკვდილო დარტყმა უნდა მიეყენებინა რუსეთის ეკონომიკისთვის, გერმანიისთვის, ევროპის უდიდესი ეკონომიკისთვის, კოშმარად იქცა.
სანქციებმა, რომლებიც მოცულობით და ხანგრძლივობით ისტორიაში უპრეცენდენტოა, გერმანიის სამრეწველო კომპლექსი შეასუსტა და გერმანული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა შეამცირა.
რუსეთის სანქციების გავლენით ცუდი შედეგებია საავტომობილო ინდუსტრიაში და კვლავ იწვევს წარმოების შემცირებას.
გერმანელი დეპუტატების მხრიდან გაისმა მოწოდება გერმანიის მთავრობის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ მოიხსნას ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ეკონომიკური ზიანი.