გერმანიამ გამოაცხადა, რომ გასცემს ახალ სამუშაო ვიზას, Chancenkarte-ს ანუ „შესაძლებლობის ბარათს“, რომელიც ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს გერმანიაში ემიგრაციის ახალ შესაძლებლობას აძლევს.
„შესაძლებლობის ბარათი“, რომელზეც განაცხადების მიღება 1 ივნისს გაიხსნა, ქულებზე დაფუძნებული ახალი სისტემაა. ის აპლიკანტებს აფასებს კონკრეტული კრიტერიუმებით, მათ შორის აკადემიური კვალიფიკაციის, ენის ცოდნისა და წარსული პროფესიული გამოცდილების მიხედვით.
Chancenkarte-ის კანდიდატებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ შევიდნენ გერმანიაში შესაფერისი სამუშაოს მოსაძებნად. მათ არ უნდა აჩვენონ მუდმივი სამუშაო ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთი.
„შესაძლებლობის ბარათი” გაიცემა კვალიფიციურ მუშაკებად აღიარებულ კანდიდატებზე ან მათზე, ვინც ექვს ქულას მაინც დააგროვებს. ამასთანავე, მათ უნდა აჩვენონ სამუშაოს ძიების დროს ცხოვრების ხარჯების დაფარვის უნარის მტკიცებულება, მინიმუმ 1027 ევრო თვეში.
„შესაძლებლობის ბარათის” მფლობელებს შეუძლიათ იცხოვრონ გერმანიაში სამუშაოს ძებნისას ერთ წლამდე პერიოდით, ვიდრე დამსაქმებელს მოსთხოვენ, გახდეს მათი წინასწარი სპონსორი.
ბარათი ასევე საშუალებას აძლევს ადამიანებს, ლეგალურად იმუშაონ ნახევარ განაკვეთზე, სანამ ეძებენ რაიმე უფრო მუდმივ სამუშაოს.
გერმანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მუშახელის მზარდი დეფიციტის გამო მიიღო და მიზნად ისახავს პროფესიონალი მუშაკების რაოდენობის გაზრდას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, განათლება, ინჟინერია.
ახალი ბარათი გერმანიაში დასაქმების მსურველებისთვის უფრო მეტია, ვიდრე ე.წ. ციფრული მომთაბარე ვიზა(digital nomad visas) და ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის იმიგრაციის პროცესს ამარტივებს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ Make It In Germany ვებსაიტს. საიტს აქვს ფუნქცია „თვითშემოწმება“, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ თავიანთი სტატუსი Chancenkarte-თვის. ვიზაზე ოფიციალური განაცხადების მიღება შესაძლებელია გერმანიის დიპლომატიურ მისიაში ან Chancenkarte ვებსაიტზე.