Galt&Taggart– ის პროგნოზის თანახმად, წლევანდელი ზაფხული, სავარაუდოდ, რეკორდულად ცხელი იქნება, რაც ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის.
მაგალითად, ეგვიპტემ, რომელიც როგორც წესი ექსპორტიორია, LNG-ის შესყიდვა დაიწყო რათა ცხელ თვეებში ელექტროენერგიის გათიშვა აირიდოს თავიდან. აირზე მოთხოვნა ასევე მზარდია ინდოეთში, რაც ელექტროენერგიის სექტორისგან მომდინარეობს.
ცხელი ოკეანეები ჩრდილოეთ ამერიკაში ქარიშხლების წარმოშობას უწყობს ხელს, რაც აშშ-ს LNG წარმოებას უქმნის საფრთხეს. დამატებით, გვალვების გამო შესაძლოა ლათინურ ამერიკაში ჰიდრო გენერაცია შემცირდეს და საპირწონედ თერმო გენერაცია გაიზარდოს.
Citigroup-ის მიხედვით, ამ ორ კომპონენტს თუ ევროპა-აზიის მნიშვნელოვანი მოთხოვნაც დაემატება და შესაძლებელია, ბუნებრივ აირზე ფასები ახლანდელი ნიშნულიდან 50-60%-ით გაიზარდოს.
ფასების მოსალოდნელ ზრდას ექსპერტები უკავშირებენ შემცირებულ წარმოებას, თხევადი ბუნებრივი გაზის გაზრდილ ექსპორტს, მარაგის მოსალოდნელზე დაბალ ზრდას და მარაგების შუალედურ პროგნოზს.
ფუნდამენტური მიზეზების გარდა, ფასზე გავლენას მოულოდნელი მოვლენებიც ახდენს.
ორშაბათს, 3 ივნისს, ევროპული გაზის ფასი რამდენიმე საათში 13%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ეს ნახტომი ნორვეგიის ერთ-ერთი გაზ-გადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებას მოჰყვა.
ცნობისთვის, 2023 წელს ნორვეგიული ბუნებრივი აირი ევროკავშირის მოხმარების 30%-ს აკმაყოფილებდა.