საქართველოს ბიუჯეტში აქციზიდან მიღებული შემოსავალი 28%-ით გაიზარდა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მონაცემებით,
2024 წლის ოთხ თვეში აქციზიდან ბიუჯეტში შევიდა 747 912 999 ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 584 671 259 ლარი.
აღსანიშნავია, რომ წელს ადგილობრივი წარმოების წილი 2023-თან შედარებით 10.2%-დან 7.4%-მდე შემცირდა. 2023 წლის ოთხ თვეში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის აქციზიდან ბიუჯეტში შევიდა 59 669 552 ლარი, წელს კი 55 818 142 ლარი.
რაც შეეხება იმპორტს, აქ ზრდა ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ოთხ თვეში იმპორტირებული პროდუქციაზე დარიცხული აქციზიდან ბიუჯეტში 525 001 706 ლარის აკუმულირება მოხდა, წელს საანგარიშო პერიოდში კი 692 094 856 ლარის. იმპორტირებული პროდუქციის წილი კი 89.8%-დან 92.5%-მდე გაიზარდა.
იმპორტირებული პროდუქციიდან ყველაზე მეტად გაზრდილია თამბაქოსა და ბენზინის აქციზიდან შესული თანხის მოცულობა.
კერძოდ, თამბაქოს აქციზიდან ზრდა ზრდა იყო 225 მლნ ლარიდან 352,2 მლნ ლარამდე, ბენზინიდან კი 82 მლნ-დან 106 მლნ ლარამდე.
ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში კი კლება ფიქსირდება თითქმის ყველა პროდუქტის აქციზიდან შესულ თანხაზე, თუმცა კლება ყველა მათგანზე მინიმალურია.