საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასმა დღეს, 4 მარტს $65 000-ს გადააჭარბა.
ევროპაში დღევანდელ სავაჭრო სესიაზე კრიპტოვალუტის ფასი $65,537 გახდა და ამით ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია. აზიის ბირჟებზე კი $65,045-ად იყიდება.
ბიტკოინის ფასი თანდათან უახლოვდება რეკორდულ დონეს, რაც მას 2021 წლის ნოემბერში ჰქონდა- $68 999,99.
კრიპტოვალუტისთვის ყველაზე მომგებიანი ბოლო რამდენიმე კვირა იყო, როცა მისმა ღირებულებამ 50%-ით მოიმატა.
ასევე 50%-ით გაიზარდა Ethereum-ის ფასი, რომელმაც $3,518 შეადგინა.
2024 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ამერიკელმა მარეგულირებლებმა ბირჟაზე დაუშვეს ფონდები, რომლებიც ინვესტირებას ბიტკოინში ახდენენ. ამ გზით, ინვესტორებმა მოიპოვეს ტოკენებზე წვდომა საბროკერო ანგარიშების მეშვეობით. რეკორდული თვიური მოგება სწორედ ამ ცვლილებამ განაპირობა.