ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნა.
აზერბაიჯანის რკინიგზამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რკინიგზის ხაზზე მიმოსვლა 20 მაისიდან განახლდა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, რკინიგზაზე სამუშაოები დასრულდა და მას წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია.
რაც შეეხება საქართველოს მონაკვეთს, სამშენებლო სამუშაოები დღეს დასრულდება, რის შემდეგაც, რკინიგზაზე სატვირთო მატარებლები იმოძრავებს.
რკინიგზის ოპერირება აზერბაიჯანი – საქართველოს ერთობლივი კომპანიამ უნდა განახორციელოს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას.
კომპანიაში საქართველოს და აზერბაიჯანს 50-50%-იანი წილი ექმენათ. ერთობლივი საწარმო იმუშავებს ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დადგენაზე, საოპერაციო საკითხების მოგვარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის თქმით, ამჟამად, მიმდინარეობს ელექტრონული ინფორმაციის წინასწარი გაცვლაზე მუშაობა სარკინიგზო ხაზის ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთს შორის.