2023 წლის მაისის თვეში კომერციული ბანკებში 2.39 მლრდ ლარის დეპოზიტი შეიტანეს, რაც 5.54%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.82%-ით მეტი).
სულ მაისი ბოლოს საბანკო ანაბრებზე 45.48 მლრდ ლარი იყო განთავსებული.
მაისში, წინა თვესთან შედარებით, 640.93 მლნ ლარით, ანუ 3.72%-ით გაიზარდა ვადიანი დეპოზიტების მოცულობა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.20%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.75 მლრდ ლარით, ანუ 6.76%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.90%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მაისის ბოლოსათვის 49.52% პროცენტი შეადგინა. აპრილის თვესთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.82%-ით.
რაც შეეხება ანაბრებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს, მაისში ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 11.00%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.26% შეადგინა.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.84%-ს, ხოლო ევროს წილი 18.77%-ს შეადგენს.