2024 წლის იანვარ-თებერვალი კომერციულმა ბანკებმა 460.572 მლნ ლარის მოგებით დახურეს, საიადანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი კი თებერვალზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ამჯერადაც მოგების 88%-ზე მეტი ორმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა და თიბისიმ გადაინაწილეს. 15 ბანკიდან სამი – სილქ ბანკი, ვითიბი ბანკი და პეისერა – ზარალზე გავიდნენ.
ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით (2024 წლის იანვარ-თებერვალი):
- საქართველოს ბანკი – 237.500 მლნ ლარით
- თიბისი – 169.805 მლნ ლარი
- ლიბერთი ბანკი – 16.384 მლნ ლარი
- ბაზისბანკი – 11.166 მლნ ლარი
- პროკრედიტ ბანკი – 7.890 მლნ ლარი
- ქართუ ბანკი – 4.918 მლნ ლარი
- კრედო ბანკი – 4.629 მლნ ლარი
- ტერა ბანკი – 3.390 მლნ ლარი
- იშ-ბანკი – 3.335 მლნ ლარი
- ხალიკ ბანკი – 2.577 მლნ ლარი
- პაშა ბანკი – 1.131 ათასი ლარი
- ზირაათ ბანკი – 632 ათასი ლარი
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვითიბი – 1.190-მილიონიან ზარალზე გავიდა, სილქ-ბანკი 1.297-მილიონიან ზარალზე, პეისერა კი 298 ათასი ლარის ზარალზე გავიდა.
ცნობისათვის, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-თებერვალში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში 15 კომერციულ ბანკს აქვს წარდგენილი.