საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების დაკრედიტების ტემპი 2023 წლის დეკემბერშიც გაიზარდა. წინა თვეში, ნოემბერთან შედარებით, სესხების მოცულობა 1,46 მლრდ ლარით გაიზარდა(2,86%-ით) და 52,65 მილიარდი ლარი შეადგინა.
კომერციულ ბანკებს გაცემულ კრედიტებზე პროცენტის სახით 535 მლნ ლარი აქვთ დარიცხული.
ლარში გაცემული სესხების მოცულობა 933,5 მილიონი ლარით (+3,35%-ით), ხოლო უცხოურ ვალუტაში 528,77 (+2,87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2,85%-ით).
დეკემბრის თვეში 591 მილიონი ლარით (+2,22%) გაიზარდა რეზიდენტ შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა და 27,19 მილიარდი ლარი შეადგინა.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები გრძელვადიან კრედიტებზე 46,82 მლრდ ლარს აჭარბებს. მოკლევადიანი სესხების სახით კი 3,877 მლრდ ლარია გაცემული.
წინა თვესთან შედარებით, 0,26%-ით გაიზარდა მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი და დეკემბრის ბოლოს შეადგინა 54,76%.