სექტემბერში სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი ჩამოსცდა 5%-იან ზღვარს, რაც სექტორს ბოლო თვეების განმავლობაში ეჭირა.
სებ-ის ინტერაქტიური სტატისტიკით, მთლიანი დაკრედიტების 18.6%-იან ზრდაში, სექტემბრის მდგომარეობით, სამომხმარებლოს სესხების კონტრიბუცია 4.7%-ია (01.08.2024 – 5.2%Y.Y). თუმცა ბანკების მთლიან პორტფელში სამომხმარებლოს სესხების წილი კვლავ მზარდია და სექტემბრისთვის 19.24% -ს შეადგენს (L/Y – 18.3%).
მისი მოცულობა 11.099 მლრდ ლარს შეადგენს და მხოლოდ 1.135 მლრდ ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში. ჰეჯირებული კლიენტებისთვის გაცემული სავალუტო სესხების წილი 9%-ია. შესაბამისად, საკრედიტო აქტივობის ზრდის შესაკავებლად რეგულაციების საჭიროება აღარ დგას.
სებ-ი ზრდის ამგვარ ტემპს მდგრადად მიიჩნევს.
გაზრდილი მოთხოვნა ქმნის თუ არა წნეხს, ამის სესახებ სებ-ის პრეზიდენტიდ მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, მომავალ კვირას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ განაცხადებს.
წინა თვეებმა აჩვენა, რომ გაზრდილი მოხმარების ზეწოლას ანეიტრალებს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, შემცირებული შიდა ინფლაცია. არსებითად მაღალია ეკონომიკის პროდუქტიულობა. ამასთან, ხელფასის ზრდის მიუხედავად, ფასები ნარჩუნდება, კონკურენციის ხარჯზე, რადგან კონკურენციის ზრდით მარჟები იკლებს.