ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 412.20 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ სულ, მარტის ბოლოსთვის, მომხმარებლებზე 44.87 მილიარდი ლარის კრედიტი აქვთ გაცემული.
ბოლო პერიოდის ტენდენცია ასეთია, რომ ბანკები უფრო მეტ სესხს ლარში გასცემენ. გასულ თვეში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები 275.08 მლნ ლარით (1.12%), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 137.12 მლნ ლარით (0.69%) გაიზარდა.
31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.45% შეადგინა. 28 თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, ლარიზაციის მაჩვენებელი 0.10%-ით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.39 მილიარდი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით, 12.46 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი.
გასულ თვეში 1.03%-ით, ანუ 246.27 მლნ ლარით გაიზარდა ეკონომიკის დაკრედიტება. რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორზე, მარტის ბოლოსათვის, 24.08 მლრდ ლარის სესხია გაცემული.
საქართველოს საბანკო სექტორი სულ 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, ხოლო 2 ქართული კაპიტალით ფუნქციონირებს.