2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა. აღნიშნული კლება აიხსნება 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით.
2023 წელს ბათუმში სულ $973.5 მლნ. ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც, შემცირებული
ტრანზაქციების მიუხედავად, წლიურად 2.4%-იანი ზრდაა. ზრდის მთავარი წყარო უძრავი ქონების
გაზრდილი ფასია.
ბათუმში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $850/მ2 -მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $550/მ2 იყო.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 80%-მდე გაიზარდა 2023 წელს 2022 წელს დაფიქსირებული 75%-დან, შერჩეული დეველოპერების პროექტებში.
ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10.0%-ით შემცირდა, ხოლო მეორად ბაზარზე გაყიდვები შედარებით ნაკლები ტემპით შემცირდა.
აღსანიშნავია რომ, გაყიდვების მაჩვენებელი 29.6%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს.
ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) დარეგისტრირებული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა. ამის მიზეზი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა – ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 ახალ ბულვარში ხორციელდება.
2023 წლის ბოლოსთვის ბათუმში ბინების ფასების წლიური ზრდა პირველად ბაზარზე თითქმის ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე მეორადზე (+20.2% და +10.4% წ/წ, შესაბამისად).
ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის ზრდა თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიოკვარიათსა და მახინჯაურში მოხდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი.