ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით,ბათუმში, მწვანე კონცხის ფერდობზე,დეველოპერული კომპანია „თალასა ჯგუფი” 6სართულიან პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსი მოიცავს3076 კვ.მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და კომფორტულ გარემოში მდებარე 110ბინიან საცხოვრებელ კომპლექსს ღია და დახურული ავტოსადგომით. თალასა ჯგუფი უზრუნველყოფილია1500 კვ.მ. გამწვანებული და კეთილმოწყობილიეზოთი, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეებით, აუზითა და ღია კაფე და რესტორნით.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და 37 კვ.მ-დან საცხოვრებელი ფართები, თეთრი კარკასის კონდიციაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
„თალასა ჯგუფი შექმნილია ძლიერ ფინანსურ ბაზაზე, ათეული წლის გამოცდილების მქონე გუნდისგან და ისევე როგორც ყველა პროექტი, სახლი მწვანე კონცხის ფერდობზე სრულად დაფინანსებულია წინასწარ. „თალასა ჯგუფი” წარმოადგენს 6 სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის განხორციელებაც ბაზისბანკის ძლიერი და პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით შევძელით. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობითისეთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოსვთავაზობთ.“ – განაცხადა თალასა ჯგუფისმმართველმა პარტნიორმა, ზვიად მჟავანაძემ.
„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე.“ – აღნიშნა ბაზისბანკისკომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ.