რთველისის ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განახლდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ზუსტად ამ მარანში იწარმოება დღეს რთველისის ქვევრის ღვინო.
რთველისი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რის შედეგადაც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელი.
ბაზისბანკის მხრიდან ინდივიდუალურმა მიდგომამ და მომსახურების უმაღლესმა ხარისხმა განაპირობა, რომ კომპანიისა და ბანკის ბიზნეს პარტნიორობა წლების განმავლობაში კიდევ უფრო მყარდება და ფართოვდება.
ბაზისბანკთან პარტნიორობა, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ფინანსურად მხარს უჭერს რამდენიმე მიმართულებას: საწარმოს მშენებლობა და აღჭურვა, საწარმოო პროცესის გაფართოება, მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზის გამართვა, ახალი მარნის აგება და ყურძნის შეძენა.
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის სანდო და საიმედო პარტნიორი, აგრძელებს რთველისის
მხარდაჭერას, სამომავლოდ ქართული ღვინის ბრენდის პოზიციონირების გასამტკიცებლად ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე.
ბაზისბანკის და რთველისის პარტნიორობის ვიდეო ისტორია
(რ)