შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2023 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით ყველაზე უკეთ აჭარის რეგიონია უზრუნველყოფილი.
ინტერნეტქსელი ამ რეგიონის 94.2%-ს ფარავს. ამ მაჩვენებლით აჭარა თბილისსაც უსწრებს, სადაც დაფარვის მაჩვენებელი 96.2%-ია.
ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით ასეთია:
საქსტატის მონაცემებით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 89%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6%-ით აღემატება.
მიმდინარე წელს ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზარდა ქალაქებში, ხოლო 1%-ით – სოფლად და შესაბამისად, 93.1% და 83.4% შეადგინა.