ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, წინა კვირაში მარაგები 2,41 მილიონი ბარელით დაეცა.
Brent-ის აგვისტოს ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე ბარელზე $72,59 შეადგინა, რაც $0,33 (0,46%) აღემატება წინა ვაჭრობის დროს დაფიქსირებულ ფასს.
WTI-ის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ბარელზე $67,92-მდე გაიზარდა.
ნავთობზე მოთხოვნა 2023 წლის მეორე კვარტალში მაინც დაბალია ჩინეთის ეკონომიკის მოსალოდნელზე ნელი აღდგენის გამო. ბაზარზე ზეწოლას ახდენს აშშ-სა და ევროპაში რეცესიის შიშიც, რასაც ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი ქმნის.
თუმცა, სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ Fed-ის გამკაცრებული პოლიტიკის მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკა სტაბილურია.