აშშ-ის ფინანსთა მინისტრის – ჯანეტ იელენის თქმით, აშშ-ის მთავრობას აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ ჩინური კომპანიები რუსულ ჯარს სამხედრო აღჭურვილობას სანქციების გვერდის ავლით აწვდიან. ამის შესახებ Reuters წერს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას, სანქციები ემუქრება.
მისი თქმით, აშშ-ის მთავრობამ უკვე დაუწესა სანქციები უამრავ კერძო ფირმას, მათ შორის ჩინეთში, რომლებიც რუსეთს სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან.
იელენმა თქვა, რომ ამ საკითხზე შეშფოთება ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის დროსაც გამოთქვა.
„მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კომპანიები არ უნდა დაეხმარონ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას და რომ მიიღებენ შესაბამის შედეგს ამ მოქმედებისთვის”, – აღნიშნა იელენმა.
მას რუსეთის დახმარებაში ეჭვმიტანილი კომპანიები არ დაუსახლებია. არც ის თქვა, რა რეაქცია ჰქონდა ჩინურ მხარეს მის ბრალდებასთან დაკავშირებით.
იელენმა გამოცემას მხოლოდ ის უთხრა, რომ ჩინური კომპანიები კერძოა და ვარაუდობს, რომ ამის შესახებ ჩინეთის მთავრობამ არ იცოდა.