აფხაზეთში დღეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან.
მაქსიმ რეშეტნიკოვის ვიზიტის ოფიციალურ მიზნად რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აფხაზეთში რესტავრირებული ობიექტის მონახულება სახელდება.
ცოტა ხნის წინ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთი სოჭის აეროპორტის სარეზერვოდ გამოიყენებს.
როგორც ცნობილია, რუსეთმა აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს 33-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა, რომელიც დეკემბერში უნდა დასრულდეს.
რუსი მინისტრი, სავარაუდოდ, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს – ასლან ბჟანიას შეხვდება.
რეშეტნიკოვი აფხაზეთში 2022 წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთში უზარმაზარი საქმე გაკეთდა და აღდგა 500 სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტი.