არაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ორი წლით გაახანგრძლივა შეზღუდვები კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საჭირო ტექნიკის იმპორტსა და გამოყენებაზე. აკრძალვა 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე იმოქმედებს.
აღნიშნული ტექნიკის აფხაზეთში შეტანისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმოქმედებს. საბაჟო საზღვარზე მოწყობილობების გადატანა, აგრეთვე ელექტრო ქსელებთან მიერთება და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარება – 30 კვტ/სთ-ზე მეტი – 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ამ გადაწყვეტილების მიზანი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შეზღუდვაა.
ბოლო წლებში მაინინგის მაშტაბის ზრდის გამო, აფხაზეთი მწვავე ენერგოდეფიციტს განიცდის.
ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგია 4 საათის განმავლობაში ითიშება. დეფიციტის გამო, აფხაზეთს რუსეთიდან ე.წ. ჰუმანიტარულ ელექტროენერგია მიეწოდება. შექმნილ სიტუაციაში კრიპტომაინინგის შეზღუდვა დაიწყეს.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ე.წ. შს მინისტრს მაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეცდანიშნულების რაზმის შექმნა დაავალა.