არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის გადაწყვეტილებებს უკვე მოჰყვა საპროტესტო აქციები.
ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აპროტესტებს კანონში ცვლილებებს, რომლებიც ეკონომიკის დერეგულაციას გულისხმობს.
არგენტინის ახალი ლიდერის ბრძანებულება 300-ზე მეტი რეგულაციის გაუქმებას ან შეცვლას ითვალისწინებს.
ცვლილებები ითვალისწინებს კანონების გაუქმებას, რომლებიც ხელს უშლიდა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციას, არეგულირებს იჯარას და გავლენას ახდენს ტურიზმზე, ინტერნეტ სერვისებზე, ფარმაცევტულ სექტორზე, ღვინის წარმოებასა და საგარეო ვაჭრობაზე.
სატელევიზიო გამოსვლაში მილეიმ თქვა, რომ მისი მიზანია „იმ უამრავი რეგულაციის გაუქმება, რომლებმაც შეაჩერა და შეაფერხა ეკონომიკური ზრდა”.
ლათინური ამერიკის სიდიდით მესამე ეკონომიკა განიცდის 160%-იან ინფლაციას. არგენტინის პესო 50%-ით გაუფასურდა, ხოლო მოსახლეობის 40% სიღარიბეში ცხოვრობს.
მილეიმ თანამდებობა10 დღის წინ დაიკავა. მან ინფლაციის შემცირების პირობა დადო და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „შოკური” თერაპია ეკონომიკისთვის ერთადერთი გამოსავალია.
ათასობით ადამიანი არგენტინის კონგრესის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოვიდა უკმაყოფილების გამოსახატად.
პრეზიდენტის დადგენილება საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს. დადგენილების გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას ქვედა პალატა და სენატი არ დაუჭერენ მხარს.
მილეის ულტრამემარჯვენე ლიბერალურ პარტიას მხოლოდ 40 ადგილი აქვს 257-წევრიან ქვედა პალატაში და 72-იდან მხოლოდ 7 სენატორი ეკუთვნის.