არგენტინაში 2023 წლის ინფლაციამ 200%-ს გადააჭარბა. დეკემბერში ფასების ზრდამ 25,5%-ს მიაღწია.
არასწორმა ფინანსურმა პოლიტიკამ და გაზრდილმა ვალებმა არგენტინას კატასტროფული ეკონომიკური შედეგები მოუტანა. მოქალაქეების დაახლოებით 40% სიღარიბეში ჩავარდა.
არგენტინის ახალი პრეზიდენტი ხავიერ მილეი რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარებას გეგმავს.
მოსალოდნელია, რომ ფასების ზრდა მომდევნო თვეებში დაჩქარდება, რადგან პრეზიდენტ მილეის ადმინისტრაციამ წინა თვეში პესო 50%-ზე მეტით გააუფასურა.
ეროვნული ვალუტის კურსის ხელოვნურად გაუფასურება ახალი პრეზიდენტის „შოკური თერაპიის” პოლიტიკის ნაწილია, რომლის განხორციელება მან ეკონომიკის გადასარჩენად წამოიწყო.