აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 46.3 მილიონი ევროს (50 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რაც საქართველოში ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.
როგორც ADB-ის განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ბანკი აღნიშნულ დაფინანსებას გაიღებს მას შემდეგ, რაც მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ჯანდაცვის სექტორის მართვისა და რეგულირების გასაძლიერებლად.
აგრეთვე, გაზრდის პირველადი ჯანდაცვისა და სპეციალიზებული ამბულატორიული პაციენტების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სერვისების საბიუჯეტო დაფინანსებას და გააუმჯობესებს სექტორის ოპერაციულ ეფექტიანობასა და ფინანსურ მდგრადობას.