2023 წლის ყველაზე გაყიდვადი მანქანა Tesla Model Y გახდა. გასულ წელს ამ მოდელის 1,15 მილიონი ავტომობილი გაიყიდა (+50,8%). Tesla-მა პირველობა Toyota Corolla –ს დაათმობინა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
საქართველოში კი პოზიციებს არ თმობს TOYOTA PRIUS. ეს მოდელი 2019 წლიდან საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მსუბუქი ავტომობილების ათეულის სათავეშია.
ამ მოდელის პოპულარობა ქვეყანაში 2019 წლიდან იწყება, მაშინ ბაზარზე 33 675 ერთეული მოძრაობდა. მანამდე კი, 2018 წელს 32 612 ერთეულით ყველაზე პოპულარული OPEL ASTRA იყო, რომელიც ბოლო სტატისტიკით მეორე ადგილზეა.
საქსტატის ავტომობილების პორტალის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, მსუბუქ ავტომობილებში ლიდერობს TOYOTA PRIUS, მეორე ადგილზეა – OPEL ASTRA და მესამეზე – FORD TRANSIT.
გთავაზობთ, მსუბუქი ავტომობილის Top-10 მოდელს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობითაა:
- TOYOTA PRIUS – 46 499 ერთეული (2022 წელს – 43 754)
- OPEL ASTRA – 37 482 ერთეული (2022 წელს – 36 311)
- FORD TRANSIT – 29 845 ერთეული (2022 წელს – 26 706)
- HONDA FIT – 23 623 ერთეული (2022 წელს – 21 804)
- VAZ 21063 – 23 072 ერთეული (2022 წელს – 23 175)
- MERCEDES-BENZ C 180 – 18 411 ერთეული (2022 წელს – 18 598)
- OPEL VECTRA – 17 091 ერთეული (2022 წელს – 17400)
- TOYOTA CAMRY – 16 906 ერთეული (2022 წელს – 15 632)
- VAZ 2106 – 15 543 ერთეული (2022 წელს – 15 609)
- VOLKSWAGEN JETTA – 15 184 ერთეული (2022 წელს – 12 549)
ცნობისათვის, საქართველოში 2023 წლის მდგომარეობით, ჯამში 1 680 400 ავტომობილია რეგისტრირებული.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს რეგისტრირებული ავტომობილებიდან ძირითადი – 85.6%, 1 438 600 ერთეული იყო მსუბუქი ავტომობილი; 118 ათასი – სატვირთო; 54 100 ავტობუსები და მიკროავტობუსები; 69 600 – სპეციალური დანიშნულების; ხოლო 100 ერთეულის კატეგორია უცნობია.