ჰიგიენური საშუალებების შვედურმა მწარმოებელმა Essity-მ, რომელიც ბრენდებს – Zewa-სა და Libresse-ს ფლობს, განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესს ყიდის.
„Essity-მ მყიდველთან გააფორმა ხელშეკრულება და გარიგება უკვე დამტკიცებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ. ტრანზაქცია სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე კვარტალში დასრულდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შვედურმა კომპანიამ რუსული ბაზრიდან გასვლაზე მუშაობა 2022 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს რუსეთში აქტივების გაუფასურების გამო კომპანიამ დაახლოებით 157 მილიონი იზარალა.
2022 წელს რუსეთში Essity-ის გაყიდვები ჯგუფის მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. ამიტომ კომპანია მიიჩნევს, რომ რუსეთის დატოვება კომპანიის მოგებაზე დიდ გავლენას არ მოახდენს.
Essity ფლობს დაახლოებით 70 ბრენდს, მათ შორის Zewa-ს, Libresse-ს და Libero-ს.