უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კომპანია Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი, რუსეთში აღარ დაბრუნდა. მან გადაწყვიტა, გასულიყო ბიზნესიდან, რათა სანქციებისგან გადაერჩინა თავისი რამდენიმე კომპანია, მათ შორის, თვითმფრინავების ბიზნესი.
Yandex-ის მყიდველს ის 2022 წლის ბოლოდან ეძებს და ამ პერიოდში საკონტროლო პაკეტის ყიდვა ბევრ მსხვილ რუს ბიზნესმენს შესთავაზა.
Yandex-ს ჰოლანდიური Yandex N.V. Yandex-ი მართავს, რომლის მთავარი აქციონერი ვოლოჟის ოჯახური ტრასტია. ამჟამად, კომპანიის ღირებულება დაახლოებით $7,6 მილიარდს შეადგენს.
ბიზნესმენი, სავარაუდოდ, რუსული კომპანიის 51%-ს გაყიდის, ხოლო 49% ჰოლანდიურ Yandex N.V-ის მფლობელობაში დარჩება. ამან შეიძლება შეამციროს სანქციების რისკი რუსული Yandex-ის წინააღმდეგ და დაამშვიდოს ამერიკული ფონდები, რომლებიც კომპანიის მინორიტარი აქციონერები არიან.
ჰოლანდიური Yandex N.V. დიდი ხანია გეგმავს რუსული ბიზნესის მიტოვებას.
თუ აქციონერები მხარს დაუჭერენ, კომპანია დააარსებს ახალ შვილობილ კომპანიას რუსეთში, რომელსაც გადასცემს Yandex-ის ყველა რუსულ პროექტს.
ვინ ყიდულობს Yandex-ს
Yandex-ის ხელმძღვანელობის წინადადებას ათამდე ბიზნესმენი გამოეხმაურა. მათ შორის არის Lukoil-ის დამფუძნებლის ვაგიტ ალეკპეროვი და კომპანია Severstal-ის მთავარი აქციონერი ალექსეი მორდაშოვი.
მყიდველებს შორის, სავარაუდოდ, არის რომან აბრამოვიჩი. მას კომპანიის საერთაშორისო პროექტების ყიდვაც უნდოდა, მაგრამ ვოლოჟმა გადაწყვიტა რუსული და უცხოური აქტივების გაყოფა, რის შემდეგაც, აბრამოვიჩმა საკონტროლო პაკეტის ყიდვა გადაიფიქრა და ამ გარიგებას „ომის ბილეთი” უწოდა.
აბრამოვიჩი, მისი პარტნიორები და VTB ბანკი 2020 წლიდან Yandex-ის მინორიტარი აქციონერები არიან.
როგორ ყიდის კრემლი Yandex-ს
კრემლი აქტიურად არის ჩართული კომპანიის გაყიდვის საქმეში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ Yandex-ის ყიდვა Novatek-ის დამფუძნებელს – ლეონიდ მიხელსონს „ურჩია“. ბიზნესმენს Yandex-ის ყიდვის დიდი სურვილი არ ჰქონია, მაგრამ საბოლოოდ გარიგებაში ჩართვას დათანხმდა.
სანაცვლოდ, პუტინმა Novatek-ს უფლება მისცა, გამოესყიდა Shell-ის წილი Sakhalin-2 LNG-ის პროექტში.
რუსულ Yandex-ში ინვესტირების შეთავაზება კიდევ რამდენიმე რუსმა მილიარდერმაც მიიღო. მათ შორის არიან კერიმოვი, პოტანინი, ვექსელბერგი და სხვა მილიარდერები.
ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უცხოელებმა თავიანთი რუსული აქტივები მინიმუმ 50%-ით ნაკლებ ფასად გაყიდონ. გარდა ამისა, უცხოური ბიზნესი განხორციელებული ტრანზაქციისთვის 10%-იანი გადასახადით იბეგრება.
გარიგება სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება.