შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

Yandex ახალ მფლობელს ეძებს 

ავტორი Nona
11:35, 10 მაისი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
Yandex ახალ მფლობელს ეძებს 

https://autoblog.md/

გაზიარებაგაზიარება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კომპანია Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი, რუსეთში აღარ დაბრუნდა. მან გადაწყვიტა, გასულიყო ბიზნესიდან, რათა სანქციებისგან გადაერჩინა თავისი რამდენიმე კომპანია, მათ შორის, თვითმფრინავების ბიზნესი.

Yandex-ის მყიდველს ის 2022 წლის ბოლოდან ეძებს და ამ პერიოდში საკონტროლო პაკეტის ყიდვა ბევრ მსხვილ რუს ბიზნესმენს შესთავაზა.

Yandex-ს ჰოლანდიური Yandex N.V. Yandex-ი მართავს, რომლის მთავარი აქციონერი ვოლოჟის ოჯახური ტრასტია. ამჟამად, კომპანიის ღირებულება დაახლოებით $7,6 მილიარდს შეადგენს.

ბიზნესმენი, სავარაუდოდ, რუსული კომპანიის 51%-ს გაყიდის, ხოლო 49% ჰოლანდიურ Yandex N.V-ის მფლობელობაში დარჩება. ამან შეიძლება შეამციროს სანქციების რისკი რუსული Yandex-ის წინააღმდეგ და დაამშვიდოს ამერიკული ფონდები, რომლებიც კომპანიის მინორიტარი აქციონერები არიან.

ჰოლანდიური Yandex N.V. დიდი ხანია გეგმავს რუსული ბიზნესის მიტოვებას.

თუ აქციონერები მხარს დაუჭერენ, კომპანია დააარსებს ახალ შვილობილ კომპანიას რუსეთში, რომელსაც გადასცემს Yandex-ის ყველა რუსულ პროექტს.

ვინ ყიდულობს Yandex-ს

Yandex-ის ხელმძღვანელობის წინადადებას ათამდე ბიზნესმენი გამოეხმაურა. მათ შორის არის Lukoil-ის დამფუძნებლის ვაგიტ ალეკპეროვი და კომპანია Severstal-ის მთავარი აქციონერი ალექსეი მორდაშოვი.

მყიდველებს შორის, სავარაუდოდ, არის რომან აბრამოვიჩი. მას კომპანიის საერთაშორისო პროექტების ყიდვაც უნდოდა, მაგრამ ვოლოჟმა გადაწყვიტა რუსული და უცხოური აქტივების გაყოფა, რის შემდეგაც, აბრამოვიჩმა საკონტროლო პაკეტის ყიდვა გადაიფიქრა და ამ გარიგებას „ომის ბილეთი” უწოდა.

აბრამოვიჩი, მისი პარტნიორები და VTB ბანკი 2020 წლიდან Yandex-ის მინორიტარი აქციონერები არიან.

როგორ ყიდის კრემლი Yandex-ს

კრემლი აქტიურად არის ჩართული კომპანიის გაყიდვის საქმეში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ Yandex-ის ყიდვა Novatek-ის დამფუძნებელს – ლეონიდ მიხელსონს „ურჩია“. ბიზნესმენს Yandex-ის ყიდვის დიდი სურვილი არ ჰქონია, მაგრამ საბოლოოდ გარიგებაში ჩართვას დათანხმდა.

სანაცვლოდ, პუტინმა Novatek-ს უფლება მისცა, გამოესყიდა Shell-ის წილი Sakhalin-2 LNG-ის პროექტში.

რუსულ Yandex-ში ინვესტირების შეთავაზება კიდევ რამდენიმე რუსმა მილიარდერმაც მიიღო. მათ შორის არიან კერიმოვი, პოტანინი, ვექსელბერგი და სხვა მილიარდერები.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უცხოელებმა თავიანთი რუსული აქტივები მინიმუმ 50%-ით ნაკლებ ფასად გაყიდონ. გარდა ამისა,  უცხოური ბიზნესი განხორციელებული ტრანზაქციისთვის 10%-იანი გადასახადით იბეგრება.

გარიგება სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

 

თეგები: Lukoil.NovatekSakhalin-2 LNGSeverstalShellVTB ბანკიYandexარკადი ვოლოჟირომან აბრამოვიჩი

დაკავშირებული სიახლეები

Yandex NV
ბიზნესი

Yandex NV-მა რუსეთთან კავშირი გაწყვიტა

11:04, 16 ივლისი, 2024
თხევადი გაზი, Shell, LNG,
ეკონომიკა

თხევად გაზზე გლობალური მოთხოვნა 50%-ით იზრდება: Shell

10:07, 19 თებერვალი, 2024
სანქციების მე-12 პაკეტი
ეკონომიკა

აშშ-მა სანქციები დაუწესა 230-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსულ ბანკებს და კადიროვის ძმისშვილს

09:59, 3 ნოემბერი, 2023
ლუკოილი, ნეკრასოვი
ბიზნესი

ერთ წელში Lukoil-ის მეორე დირექტორი გარდაიცვალა საეჭვო გარემოებაში

11:15, 25 ოქტომბერი, 2023

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

21 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

22 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved