Xiaomi-მა ჩინეთის სახელმწიფო მარეგულირებლისგან ელექტრომანქანების წარმოების ნებართვა მიიღო.
სმარტფონების კომპანია ავტომობილების წარმოებას მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს.
Xiaomi გახდა მეოთხე კომპანია, რომელმაც 2017 წლის შემდეგ მარეგულირებლისგან მსგავსი ხასიათის ნებართვა მიიღო.
Xiaomi-მა განაცხადა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს საავტომობილო ბიზნესში.
თუმცა არსებობს რისკი, რომ კომპანია ამ ვადებში ვერ ჩაეტევა ელექტრომობილების კომპანიების ჭარბი სიმძლავრისა და სექტორში მოთხოვნის შენელების გამო.
Xiaomi-მა უკვე დაასრულა ქარხნის მშენებლობა პეკინში, რომელსაც ყოველწლიურად 200,000 ელექტრომობილის წარმოება შეუძლია.
Xiaomi მომავალ წელს დაახლოებით 100 000 ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.