უნგრეთის მარეგულირებელმა ავიაკომპანია WizzAir-ს დარღვევები აღმოაჩინა და 770 ათასი ევროს ოდენობის დააჯარიმა დააკისრა, მომხმარებლების მიმართ უსამართლო ქმედების გამო. ამის შესახებ უნგრული მედია სააგენტო MTI წერს.
კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ Wizz Air-მა შეცდომაში შეიყვანა მომხმარებლები და გადაამისამართა უფრო ძვირი სამოგზაურო პაკეტისკენ, იმ დროს, როცა მათ შეეძლოთ ზოგიერთი დამატებითი სერვისი ცალკე შეეძინათ.
კომპანია ამბობს, რომ მარეგულირებლის დასკვნა უსაფუძვლოა და ის „არ ემსახურება მგზავრების ინტერესებს“.
როგორც ცნობილია, ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ წინა კვირის დასაწყისში შეამცირა წლიური მოგების პროგნოზი, პირველი კვარტლის საოპერაციო მოგების 44%-იანი ვარდნის შემდეგ. კომპანიას პრობლემები აქვს Pratt & Whitney RTX ძრავებთან დაკავშირებით, რის გამოც 46 თვითმფრინავი შემოწმებას საჭიროებს.
ამ პრობლემების მიუხედავად, Wizz Air-მა ივლისში 5.9 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოახერხა და მისი დატვირთვის კოეფიციენტმა 93.8%-ს მიაღწია.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიას, მათ შორის ირლანდიურ Ryanair-ს და ბრიტანულ EasyJet-ს, ასევე ემუქრებათ დიდი ჯარიმები ესპანეთში, რადგან ზოგიერთი ძირითადი სერვისისთვის მგზავრებს ზედმეტი თანხა გადაახდევინეს.