ბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკის მიმართულებით აღარ იფრენს. ხოლო ქუთაისი-რომის მიმართულებაზე, WizzAir-ის თვითმფრინავი ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ჩამპინოს აეროპორტში დაჯდება. ცვლილება მარტის ბოლოს შევა ძალაში. რეისების შემცირების შესახებ Lowcostavia წერს.
საერთო ჟამში, Wizz Air რეისებს 60-ზე მეტი მიმართულებით აუქმებს. ცვლილება შეეხება ფრენებს იტალიის, საბერძნეთი, საფრანგეთის, ისრაელის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მიმართულებით.
რეისების გაუქმება უკავშირდება Airbus-ის თვითმფრინავებში, Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებს.
Wizz Air-ის ცნობით, 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე მას მინიმუმ 45 თვითმფრინავის რეისებიდან მოხსნა მოუწევს, რაც მისი ფლოტის თითქმის 1/5-ია.
ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ 40-მდე მარშრუტი გააუქმა(აქედან 20 პოლონეთიდან), ახლა ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე ათეული გაუქმებული მარშრუტი დაემატა.