Wizz Air-მა, რომელიც 2024 წელს დაგვიანებული რეისების გამო მომხმარებლებმა ყველაზე ცუდ ავიაკომპანიად დაასახელეს(ამავე დროს, Wizz Air ზედიზედ სამი წელია ყველაზე არაპუნქტუალურ ავიაკომპანიად სახელდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (CAA) მონაცემების მიხედვით), შეუზღუდავი ფრენების შეთავაზება დაიწყო.
უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანიის ახალი სერვისი „ყველაფერი, რათა იფრინო“(“all you can fly”), მომხმარებელს ავიაკომპანიის საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, 499 ევროდ სთავაზობს ერთწლიან აბონემენტს. აბონემენტის მფლობელს შეეძლება მინიმალურ ფასად მთელი წლის განმავლობაში ულიმიტოდ იფრინოს. შეთავაზება 16 აგვისტომდეა. ავიაკომპანია აცხადებს, რომ შემდეგ აღნიშნული სერვისი 599 ევრომდე გაძვირდება.
ავიაკომპანიის ცნობით, შეთავაზება მოიცავს ყველა რეისს, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 950 მიმართულებით.
როგორ მუშაობს სქემა – და ღირს თუ არა მისი ყიდვა?
შეძენამდე მნიშვნელოვანია, რომ კარგად შეამოწმოთ, რას გულისხმობს ეს შეთავაზება.
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ Wizz Air-ის იაფი ბილეთები მათთვისაა, ვინც ხშირად დაფრინავს.
ასევე, ფრენის დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე – რაც ნიშნავს, რომ მგზავრს თვითმფრინავში ადგილი გარანტირებული არ ექნება. მას შეიძლება შეფერხება შეექმნას, რადგან ავიაკომპანიებს მოეთხოვებათ მგზავრების შესახებ ინფორმაციის წარდგენა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმდებიან.
ბილეთის დაჯავშნის ასეთი შეზღუდული დრო, მოუხერხებელი იქნება იმ მგზავრებისტვის, ვისაც სურს მოგზაურობა წინასწარ დაგეგმოს.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ 499 ევროს სააბონენტო გადასახადის გარდა, მყიდველს მოუწევს ცალკე გადაიხადოს 9,99 ევრო, რაც არის ფრენის ფიქსირებული საფასური.
აბონემენტის თანხაში ასევე არ შედის ბარგისა და ადგილების შერჩევის ხარჯი, რაც ზოგჯერ შეიძლება ას ევროსაც გადასცდეს, ჩანთის წონისა და მოგზაურობის სეზონის მიხედვით.
დაგიზოგავთ თუ არა ხარჯებს “all you can fly”?
თუ აბონემენტის ხშირად გამოყენებას შეძლებთ, შეიძლება, მართლაც მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთოთ, განსაკუთრებით სამოგზაურო სეზონის პიკზე, როცა ერთი მიმართულებით ფრენა შეიძლება 250 ევროსაც აღწევდეს. ორი ასეთი ბილეთის ყიდვა ნიშნავს, რომ აბონემენტში გადახდილი თანხით უკვე ისარგებლეთ.
ვებსაიტზე კომპანია წერს, რომ „All You Can Fly”-ს გადაიხდისთანავე შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ თქვენი ფრენების დაჯავშნა”. თუმცა, რეალურად, სააბონენტო ბარათს 25 სექტემბრამდე ვერ გამოიყენებთ.
ამასთანავე, ჯერ გაურკვეველია, რამდენმა ადამიანმა მიიღო ან მიიღებს აღნიშნულ შეთავაზებას. ამჟამად ის მხოლოდ 10,000 აბონემენტისთვისაა ხელმისაწვდომი და კომპანიამ შესაძლოა შეზღუდვა კონკრეტული ქვეყნის აეროპორტის მიმართ დააწესოს.