Wizz Air-მა გადაწყვიტა, 2024 წლის აგვისტოში გაშვებული სერვისი „ყველაფერი, რათა იფრინო“(All You Can Fly) გააფართოოს და მეტი მგზავრისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. აბონემენტების გაყიდვა მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraphავრცელებს.
ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯოზეფ ვარადის თქმით, რომ პროგრამა 15,000 მონაწილისთვის მომდევნო კვირებში გაიხსნება. იგივე რაოდენობის ბილეთები კომპანიამ აგვისტოს დასაწყისშიც გაყიდა.
All You Can Fly ულიმიტო ფრენის წლიური აბონემენტია, რომელიც 499 ევრო ღირს. აღნიშნული სერვისის პირობა ასეთია: ფრენებზე ადგილები ხელმისაწვდომი ხდება გამგზავრებამდე სამი დღით ადრე, ხოლო დაჯავშნისას, მგზავრებს, თითო რეისზე მხოლოდ 9,99 ევროს გადახდა სჭირდებათ.
Wizz Air ამბობს, რომ ახალი სერვისი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ფრენას ბოლო წუთს ჯავშნის და იაფად მოგზაურობის ვარიანტებს ეძებს. ამავდროულად, ავიაკომპანია ამტკიცებს, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა თვითმფრინავის მაქსიმალურად შესავსებად.
შეთავაზება მოიცავს ყველა რეისს, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 950 მიმართულებით.