Wizz Air რეგისტრაციის წესს ცვლის იმ მგზავრებისთვის, რომლებმაც ბილეთები ყველაზე იაფად იყიდეს და თვითმფრინავში ადგილის არჩევის საფასური არ გადაუხდიათ.
ასეთი მგზავრებისთვის 12 ივნისიდან შემცირდება ონლაინ რეგისტრაციის ვადები. კერძოდ, მათთვის რეისზე რეგისტრაცია და ჩასხდომის ბარათის მიღება დაგეგმილ გაფრენამდე 24-დან 3 საათამდე ვადაში იქნება შესაძლებელი.
ამჟამად ეს პერიოდი გამგზავრებამდე 48-დან 3 საათამდეა.
ხოლო იმ მგზავრებს, რომლებსაც სასურველი ადგილის შერჩევაში თანხა აქვთ გადახდილი, რეგისტრაციის გავლა გამგზავრებამდე 30 დღიდან 3 საათამდე ვადაში შეუძლიათ.
მგზავრს წინასწარი რეგისტრაციის წესის დარღვევის შემთხვევაში, აეროპორტში შემოწმებისა და ჩასხდომისთვის €40-ს გადახდა მოუწევს.