ავიაკომპანია Wizz Air -ის განცხადებით, კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენები რეისებზე მოთხოვნის შემცირების გამო შეწყვეტა.
“ავიაკომპანია Wizz Air-ი რეგულარულად აკვირდება რეისებზე მოთხოვნას და შესაბამისად გეგმავს მარშრუტებს მის ქსელში. სწორედ ამ მიზეზით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით“,- წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ამასთან კომპანია აღნიშნავს, რომ აგრძელებს განვითარებას საქართველოს
ბაზარზე და 2025 წელს თითქმის 400000 ადგილის დამატებას გეგმავს, რაც 2024 წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტია.
„კოპენჰაგენის მიმართულებით მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი, რის გამოც გადავწყვიტეთ რეისების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და ჩვენ ვაგრძელებთ აქ ინვესტირებას. 2025 წელს უფრო მეტი ფრენა, მეტი მიმართულება და მეტი შესაძლებლობა გველოდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ საერთაშორისო კავშირები,” – აცხადებენ Wizz Air-ში.