ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

Washington Post: უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას აპირებდა, მაგრამ გეგმა აშშ-ის მოთხოვნით შეცვალა

ავტორი Nona
18:11, 24 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
Washington Post: უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას აპირებდა, მაგრამ გეგმა აშშ-ის მოთხოვნით შეცვალა

krim.org

გაზიარებაგაზიარება

უკრაინული დაზვერვა ომის წლისთავზე დარტყმის განხორციელებას აპირებდა რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ გეგმები შეერთებული შტატების მოთხოვნით შეცვალა.

Washington Post წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ომის წლისთავისთვის რუსეთის ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა.

ამის შესახებ პენტაგონის საიდუმლო ცნობების გაჟონვის შედეგად გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, გასცა ბრძანება, ნოვოროსიისკში ზღვიდან განხორციელებულიყო დარტყმა.

დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია ბუდანოვის ბრძანების შესახებ, 13 თებერვლით თარიღდება. ამ დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ რუსეთი, თუმცა, როგორც Washington Post წერს, ამ მოვლენებს შორის კავშირის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.

გასაიდუმლოებული დოკუმენტების თანახმად, უკრაინის სამხედრო შტაბმა შეერთებული შტატების მოთხოვნით, გეგმები შეცვალა და რუსეთის ტერიტორიას აღარ დაარტყა.

კონკრეტულად ვინ ჩაერია და როგორ მოხდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობის დარწმუნება, დოკუმენტებში არ ჩანს.

გამოცემას მომხდარის ასახსნელად ორი ვერსია აქვს. პირველი ის არის, რომ შეერთებული შტატები, რუსეთის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ცდილობს, უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არ გამოიყენოს. ამასთანავე, აშშ-ს რუსეთის ბირთვული იარაღის შიში აქვს.

მეორე ვერსია ის არის, რომ დასავლური დაზვერვის სამსახურები ბუდანოვის საუბრებს უსმენენ. როგორც ჩანს, მისთვის ეს მოულოდნელი არ იქნება, რადგან, როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, ოფისში მუსიკას ან „თეთრ ხმაურს“ რთავს, რათა მოსმენები გართულდეს. არც ბუდანოვს და არც ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინის დაზვერვის გეგმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თეგები: Washington Postკირილ ბუდანოვიპენტაგონიუკრაინის თავდაცვის სამინისტროუკრაინის ომიუკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოუკრაინის სამხედრო შტაბიუკრაინული დაზვერვა

დაკავშირებული სიახლეები

ომი უკრაინაში
საზოგადოება

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

12:55, 14 მაისი, 2025
ტრამპი, პუტინი
საზოგადოება

მოსკოვმა უარი უთხრა ტრამპს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე

21:53, 1 აპრილი, 2025
რა შედეგით დასრულდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკები ერ-რიადში- რა არის ცნობილი
საზოგადოება

რა შედეგით დასრულდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკები ერ-რიადში- რა არის ცნობილი

11:04, 25 მარტი, 2025
ომის დანაშაულებების გამოძიება, პუტინი, უკრაინის ომი
საზოგადოება

ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინის ომის დანაშაულების გამოძიება შეაჩერა: NYT

11:36, 17 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

ნავთობის ფასი, ირანი, ისრაელის თავდასხმა

ნავთობი ირანზე ისრაელის თავდასხმის საფრთხის გამო ძვირდება

20 წუთი-ის წინ
ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

2 საათის-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

14 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

19 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

20 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved